ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 მოქალაქიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 25 წლამდე კაცი ტრავმული შოკით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენი სამის მდგომარეობა კი სტაბილურია. მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადიან.
შემთხვევა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მოხდა, ერთმანეთს სამგზავრო სამარშუტო ტაქსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ავტომანქანა ჯერ ქვეითს, შემდეგ კი სხვა ავტომანქანებს შეეჯახა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე ნაწილის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მუხლი, სხვადასხვა სანქციას, მათ შორის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცოტა ხნის წინ ავტოავარია თამარის დასახლებაშიც მოხდა, დაშავებულია ერთი მგზავრი, იგი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.