სახალხო  დამცველის კანდიდატად  უმრავლესობამ ნინო ლომჯარია წარადგინა

27 ნოემბერი 2017, 00:00 2778 ნახვა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა. ლომჯარია ერთ-ერთია იმ ოთხ კანდიდატს შორის, რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს.

სახალხო დამცველის პოსტზე მმართველ გუნდში შეთანხმებული კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. სახალხო დამცველს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით, სავარაუდოდ 7 დეკემბერს აირჩევს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი