აკვაკულტურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ და მათი გადაჭრის გზებზე პრეზენტაციაზე ისაუბრეს, რომელიც დღეს ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციამ გამართა. ღონსიძიებაზე ითქვა, რომ შესწავლის მიხედვით რეგიონში არსებული ასეული საკალმახე მეურნეობიდან მხოლოდ 21 ფუნქციონირებს. დღესვე ისაუბრეს განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების შესახებაც. შეხვედრას ფერმერები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.