საქართველოში გლოვის დღეა - ფოტო /განახლებული/

27 ნოემბერი 2017, 00:00 8549 ნახვა

საქართველო 24 ნოემბერს დაღუპულ 11 ახალგაზრდას გლოვობს. გიორგი  ცინცაძე; დავით ქამადაძე; მარად შანთაძე; დათო ლორთქიფანიძე; ნუკრი ჩანჩიბაძე; როინ ჯოყილაძე; მიხეილ ქავჟარაძე; ზაზა აბულაძე; გიორგი მორთულაძე; ბექა შატაკიშვილი; სიამაქ ზარეი.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხთან ერთად ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულებს გლოვობს.

24 ნოემბერს სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 11 მოქალაქე დაიღუპა, აქედან საქართველოს 10, 1 კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ფაქტზე გამოძიება 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხლი მომხდარიდან რამდენიმე წუთში გადააკვვალიფიცირა.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

საქართველოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ფოტო: დავით ჯაყელიძე

24 ნოემბერს სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 11 მოქალაქე დაიღუპა

ფოტო: დავით ჯაყელიძე

საქართველოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ფოტო: დავით ჯაყელიძე

“ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად 11 მოქალაქე დაიღუპა

ფოტო: დავით ჯაყელიძე

საქართველოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ფოტო: დავით ჯაყელიძე

საქართველოში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ფოტო: დავით ჯაყელიძე

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი