უამინდობის გამო ამ დრომდე შეფერხებულია საავტომობილო გზაზე გადაადგილება შუახევის მუნიციპალიტეტში, წყალსაყრის, შუბნის და ბარათაულის თემებში. შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, დილიდან 9 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დარჩენილ თემებთან მისასვლელი გზა დღის ბოლომდე გაიწმინდება, იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც.
ელექტრო ენერგია არ მიეწოდება წყალსაყრის და შუბნის თემებს. დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენაზე დილიდან მუშაობენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.