დაღუპული სპეცრაზმელი სამხედრო პატივით დაკრძალეს

26 ნოემბერი 2017, 00:00 2695 ნახვა

თბილისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.

ამავე კატეგორიაში