მსოფლიო მედია ბათუმის ტრაგედიაზე

26 ნოემბერი 2017, 00:00 2409 ნახვა

• საქართველოს ხელისუფლებამ ორშაბათი, 27 ნოემბერი  გლოვის დღედ გამოაცხადა. წერს ინგლისურენოვანი გამოცემა რაშა თუდეი. საინფორმაციო სააგენტო საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გლოვის ნიშნად მთელ ქვეყანაში  სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ. საქართველოში  პატივს მიაგებენ შავი ზღვის კურორტ ბათუმის ფეშენებელურ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულებს. ინციდენტი პარასკევს საღამოს მოხდა. 22 - სართულიან სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - აღნიშნავს ''რაშა თუდეი''.

• საქართველოში გამოცხადებული გლოვის დღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაბული მედიაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.  11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

• გლოვის დღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედიაც. ნიუს არმენია საქართველოს მთავრობის განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ  გლოვის ნიშნად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაეშვება.  ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა. დაღუპულია 11 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი - წერს სომხური გამოცემა.

• რუსული ''რია ნოვოსტი'' ასევე წერს, რომ 27 ნოემბერს მთელი საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულების ხსოვნას. 11 ადამიანი დაიღუპა ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად - წერს რუსული გამოცემა და აღნიშნავს, რომ  საქართველოს პროკურატურამ  გამოძიება უკვე დაიწყო. ''რია ნოვოსტი'' საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ვერსიას ასახელებს და წერს, რომ ხანძრის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გახდა. შენობას არ ჰქონდა სახანძრო კიბე - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი