ძლიერი დაკვამლიანების შედეგად საავადმყოფოებში 21 დაშავებული შეიყანეს. დაშავებულების დიდ ნაწილს ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებოდათ, 2 პირს მსუბუქი მოტეხილობა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ისრაელის მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებს.