ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 27 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღეა. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.
გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.''- აღნიშნული განცხადება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა.