მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის პროცესში არაერთხელ დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევები. შესაბამისად, პრობლემები არა მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით არსებობს. სწორედ შრომის უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმსჯელებთ ილია ვერძაძესთან - აჭარის პროფკავშირების უფროსთან.