დღეს, 25 ნოემბერს, ქობულეთში, ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას უდასტურებენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 236 მუხლით მიმდინარეობს,რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის,ფეთქებადი ნივთიერიბის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა , შენახვა, ტარება, დამზადება,გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, სპეცოპერაცია აღმაშენებელის ქუჩაზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაე ჩატარდა.