გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

24 ნოემბერი 2017, 00:00 3046 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, ივანე გოლაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. 2015 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამართალდამცველის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით, ხოლო ყოველთვიურად - 1000 ლარით ეხმარება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი