საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ თანამოსაყდრეობა არ ნიშნავს მემკვიდრეობას, მას უკვე უწინასწარმეტყველებენ მომავალ პატრიარქობას.
თეოლოგები აცხადებენ, რომ მისი დასახელება, ანუ ილია მეორის მხარდაჭერა, უმთავრესი და გადამწყვეტი იქნება სინოდის წევრებისთვისაც, რომლებსაც სამომავლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი პატრიარქის არჩევა მოუწევთ.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ილია მეორე თანამოსაყდრედ მის ძმის შვილს, ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს ამზადებდა, ამის შემდეგ იყო ე.წ. ციანიდის საქმე, დღეს კი მოცემულობა შემდეგია – მოსაყდრე გახდა მღვდელთმთავარი, რომელიც თეოლოგების შეფასებით, არ მონაწილეობდა არცერთ გახმაურებულ შიდა დაპირისპირებაში, ხასიათდება როგორც განათლებული, ნეიტრალური და ზომიერი ადამიანი.