მემორანდუმი აჭარის მთავრობასა და ძიანგის პროვინციას შორის

24 ივნისი 2016, 00:00 3231 ნახვა

აჭარის მთავრობასა  და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა მოაწერეს. შეთანხმება რეგიონებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. დღესვე მხარეებმა კიდევ ერთი დოკუმენტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებაც გააფორმეს. ცერემონიალს მინისტრთა კაბინეტის წევრები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ. არჩილ ხაბაძის განცხადებით, ძიანგსის პროვინციასთან გაფრომებული მემორანდუმი საქართველო-ჩინეთს შორის დაწყებული მასშტაბური მეგობრული ურთიერთობების გაგრძელებაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი