ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სამხედრო ტექნიკა შევიდა. მანამდე კი ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები შევიდნენ.
,კოსრუპუსის სამ სართულს გაუჩნდა ცეცხლი, ალბათ შტურმის გამო გაჩნდა ცეცხლი. დაუცველობის შეგრძნება გვქონდა ყველას, იატაკებზე ვიწექით " - აცხადებს მოქალაქე, რომელიც სპეცოპერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
ჟურნალისტებისთვის კვლავ უცნობია, რა ვითარებაა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კორპუსში, რომელშიც ორი პირია გამაგრებული. სწორედ მათი აყვანის სპეც-ოპერაცია მიმდინარეობს 15 სთ მეტია თბილისში.
აღნიშნულ კორპუსთან კვლავ რჩება სპეც დანიშნულების რაზმი, შესაბამისად სპეც ოპერაცია არ დასრულებულა