ესპანელი პროფესორები საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტუდენტებს ენას შეასწავლიან. სასწავლებელში ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ახალი, გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა.
პირველ ეტაპზე საქართველოში ესპანეთიდან 2 პედაგოგი ჩამოვიდა. სასწავლებელში უკვე მოქმედებს გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, რომლითაც პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს.