ჩაიკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის, არსებულ მონაკვეთში მიმდინარეობს.
აქ უკვე დასრულდა ბორდიურების მოწყობა და ტროტუარების ძირითად ნაწილზე დაგებულია დეკორატიული ფილები. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 852 ათას 140 ლარია გამოყოფილი.