ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს აშშ-ში თავად ამერიკელმა რეჟისორმა დააარსა.