ბათუმის „დინამოს“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში მონაწილეობა მოუწევს. გუშინ გამართულ თამაშში დინამო საბურთალოსთან 1-ით 2 დამარცხდა. ბათუმში გამართული მატჩით დასრულდა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 34-ე ტური.
გადათამაშებაში პირველი მატჩი 2 დეკემბერს გაიმართება ერთმანეთს ბათუმის “დინამო” და ბოლნისის “სიონი შეხვდებიან. ბოლნისსა და ბათუმში ჩატარებული მატჩების შედეგად გაირკვევა, რომელი გუნდი გადავა უმაღლეს ლიგაში.