საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსთან დამარცხდა

19 ნოემბერი 2017, 00:00 2423 ნახვა

6:13 ამ ანგარიშით დამარცხდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსის ნაკრებთან. შეხვედრა უელსის ეროვნულ გუნდთან კარდიფში 75-ათასიან "პრინსიპალიტი სთედიუმზე“ გაიმართა. მასპინძლები დებიუტში პრისტლენდმა ჯარიმით დააწინაურა. მე-18 წუთზე ამოსმა ლელოც დადო, პრისტლენდმა ჯარიმა გამოიყენა.

34-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საპასუხო ჯარიმა გამოიყენა და პირველი ტაიმი 10:3 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ისევ გამოიყენა ჯარიმა და 10:6 გახდა. 62-ე წუთზე უელსმა ჯარიმა გაიტანა - 13:6. 74-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ 5 მეტრში საქართველოს ნაკრებმა შერკინება ვერ გამოიყენა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი