დღეიდან, რადიო აჭარის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ''კომპეტენტური პასუხი'' ეთერში განახლებული ფორმატით გავა. გადაცემა ინტერაქტიული იქნება და პირდაპირ ეთერში ჩართვა მსმენელსაც შეეძლება.
''კომპეტენტურ პასუხში'' მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 27 43 91. იზრდება ქრონომეტრაჟიც. ნახევარი საათის ნაცვლად დღის მთავარ თემაზე სტუმრებთან ერთად მსჯელობა ერთ საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი მაია ვარშანიძეა. ''კომპეტენტური პასუხი'' ახალი ფორმატით რადიო ეთერში ყოველ პარასკევს 18:30 საათზე დაიწყება.