თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

14 ნოემბერი 2017, 00:00 2613 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლიერება გამოხატა  ავღანეთის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. მისი განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ასევე კონგრესში აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი