ანსამბლი „ბერმუხა" საერთაშორისო ფესტივალის გრანპრის მფლობელი “ გახდა. მე-5 საერთაშორისო კონკურს - ფესტივალი „ფაზისი“ ფოთში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს გარდა უცხოელი ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. ჟიურის წინაშე 700-მდე კონკურსანტი წარსდგა.
"ბერმუხა" უკვე ახალი ნომრისთვის ემზადება, რომელსაც მაყურებელს რამდენიმე თვეში წარუდგენს. მოხუცთა ანსამბლის უხუცესი წევრი მუხამედ ირემაძე 95 წლისაა. მიმდინარე წელს ბერმუხას კიდევ სამი წევრი დაემატა , მათო შორის ერთი ქალი. ანსამბლი 1982 წელს ჩამოყალიბდა.