უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაშავდა

10 ნოემბერი 2017, 00:00 4830 ნახვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაშავდა. “ქართული ლეგიონის” მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მებრძოლი შეტაკებების შედეგად სვეტლოდარსკში დაშავდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა მძიმე და ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.  

სტაბილურია ორი დღის წინ დაჭრილი მებრძოლის, რამინ იზორიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მამუკა მამულაშვილის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. სეპარატისტული დაჯგუფებები უკრაინის არმიის პოზიციებს პერმანენტულად უტევენ. გრძელდება საარტილერიო დაბომბვაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი