უქმე დღეები თბილი და მზიანი იქნება

10 ნოემბერი 2017, 00:00 3405 ნახვა

აჭარაში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში თბილი ამინდებია მოსალოდნელი. ტემპერატურა ბათუმში +19 გრადუსამდე გათბება. იქროლებს მსუბუქი ქარი 10-15 მეტრი წამში. თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება ღამითაც  +10 გრადუსი. 

11 ნოემბერი აჭარის მასშტაბით ღრუბლიანი იქნება, თუმცა მომდევნო დღეებში მზე გამოვა და თბილი ამინდები შენარჩუნდება. 

აჭარის მაღალმთიან რაიონებშიც თბილი ამინდია მოსალოდნელი, ყველაზე მაღალი ტემპერატურა რეგიონებს შორის, ქედაში იქნება, სადაც ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ყველაზე დაბალი კო ხულოში, +12. 

ამავე კატეგორიაში