ხულოს გამგეობამ სამი ე.წ. „ჭკვიანი კამერა“ შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 ათას 785 ლარი გამოყო. ვიდეო თვალის შესაძენად და დასამონტაჟებლად გამარტივებული წესით ხელშეკრულება შპს „დელტა კონსალტინგთან” გააფორმა.
კამერები ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე განთავსდება, თუმცა ზუსტ ლოკაციებს, გამგეობის ინფორმაციით შსს-ს ანალიტიკური ცენტრი განსაზღვრავს.