ანტიბიოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სტატისტიკა ძალიან შემაშფოთებელია: დედამიწაზე დღეში 2 ათასამდე ადამიანი იღუპება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი, რეზისტენტული ბაქტერიებით. აქედან 64 - ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა შეერთებული შტატები. მედიკოსები ფიქრობენ, რომ მდგომარეობა თანდათან გაუარესდება. გამოსავლის ძებნა კი პრობლემის მთელი მასშტაბის აღქმით უნდა დაიწყოს.