საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ავიაკატასტროფაში ასირის პროვინციის პრინცი მანსურ ბენ მურკინი დაიღუპა. ბორტზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზიც.