50 ადამიანი დაიღუპა, 22 დაკარგულად ითვლება ვიეტნამში ტაიფუნ ''დამრის'' შედეგად

06 ნოემბერი 2017, 00:00 2317 ნახვა

50 ადამიანი დაიღუპა, 22 დაკარგულად ითვლება ვიეტნამში ტაიფუნ „დამრის“ შედეგად, რომელმაც ქვეყნის ცენტრალურ რაიონებს გადაურა. 40 ათასი სახლი დადგრეული და დატბორილია. 30 ათას ადამიანზე მეტი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. „დარბი“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ვიეტნამში მომხდარი ყველაზე მასშტაბური სტიქიაა.

დღეს, ვიეტნამის ქალაქ დანანგში აზია-წყნარი ოკეანის სამიტი უნდა დაიწყოს. სტიქიური უბედურები ამ ქალაქიდან 500 კილომეტრზეა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამიტის უსაფრთხოების რამდენიმე გეგმა შეიმუშავა. სამიტს ამერიკის შეერთებული შტატებისა და  რუსეთის პრეზიდენტები, იაპონიის პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ლიდერი დაესწრებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი