აჭარის მაუწყებელი 30 წლისაა

04 ნოემბერი 2017, 00:00 4251 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო იუბილარია. ტელევიზიის პირველი გადაცემა ეთერში 30 წლის წინ, 4 ნოემბერს გავიდა. არხმა მაუწყებლობა 1987 წელს დაიწყო და კვირაში ორჯერ საინფორმაციო-მუსიკალური გადაცემით გადიოდა ეთერში. 1999 წლიდან აჭარის ტელევიზია მაუწყებლობს თანამგზავრზე.

 

უკვე 4 წელია აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს. ნოემბერი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის საიუბილეო თვეა და მაუწყებელი დღეიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მაყურებელს არაერთ საინტერესო ტელეეთერს ჰპირდება.

მთელი თვის განმავლობაში არხზე კიდევ ერთხელ ნახავთ ისტორიებს ფრაგმენტებად ძველი გადაცემებიდან, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი პერიოდს, რომელიც ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე გაიარა. საინტერესო და სახასიათო ამონარიდები სპეციალურად საიუბილეო დღეებისთვის მომზადდა. ცნობილი პიროვნებების ნახვა 23 ნოემბერს საქველმოქმედო კონცერტზეც შეგეძლებათ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად გამართავს. მაუწყებლის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი