არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების პარლამენტში განხილვას ითხოვენ

03 ნოემბერი 2017, 00:00 2018 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები   საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. მესამე სექტორი განცხადებას ავრცელებს, დოკუმენტს ხელს 29 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. დოკუმენტში ნათქვამია რომ,  მაუწყებელში ხელისუფლებასა და ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდა შეშფოთებას იწვევს. არხის მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და პოლიტიზირების რისკებს აჩენს.   ‘’ეს კი  დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას მნიშვნელოვნად  ეწინააღმდეგება’’ - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ,  საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდნენ. ასევე მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვის მოწყობას ითხოვენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი