დღესვე ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში შემავალი გემების წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქალაქის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ზურაბ პატარაძემ სტუმრებს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.