მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელს დაუპირისპირდნენ

03 ნოემბერი 2017, 00:00 5154 ნახვა

მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელს დაუპირისპირდნენ. მეშვიდე  კლასელები  პედაგოგს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ და მისი პოზიციიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 მოსწავლეების მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების დირექტორმა დააკმაყოფილა და კლასის  ხელმძღვანელობის დროებითი ვალდებულება თავად აიღო.  მანამდე ჯუმბერ სურმანიძე მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.   დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემების შესახებ გუშინ გაიგო და კანონის შესაბამისად იმოქმედა.

მოსწავლეების პრეტენზიებზე დღეს თავად კლასის ხელმძღვანელს პასუხი არ გაუცია. მან ჩვენთან საუბარიც არ ისურვა. დირექტორის განმარტებით, მომხდარს სკოლაში არსებული დისციპლინური კომისია შეისწავლის. პედაგოგის  ბრალეულობა-უდანაშაულობა მათი დასკვნის საფუძველზე გაირკვევა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი