საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და გატაცების ფაქტებზე ესაუბრა.
ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი აჩუქა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებლებს ეხება.