აშშ ბირთვული ძალების სწავლებას იწყებს

30 ოქტომბერი 2017, 00:00 2190 ნახვა

შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიური სწავლების დაწყების შესახებ განაცხადა. ,,რია ნოვოსტის" ცნობით, ინფორმაცია სტრატეგიული სარდლობის წარმომადგენელმა გაავრცელა.

ბრაიან მაგუირის თქმით, აღნიშნული წვრთნების შესახებ ვაშინგტონმა მოსკოვი წინასწარ გააფრთხილა, როგორც ამას ორმხრივი ხელშეკრულება ითვალისწინებს. სწავლების დროს მოხდება უნარების დამუშავება, სხვადასხვა სტრატეგიული საფრთხის პირობებში, ყველა შესაძლო საპასუხო ქმედების გამოყენებით. მათ შორის ჩართული იქნება კოსმოსური ძალები, დაზვერვისა და სამეთვალყურეო სისტემები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები.

აქცენტი კი ბირთვულ მზაობაზე გაკეთდება. გასულ კვირას კომპლექსური სტრატეგიული ბირთვული ძალების მანევრები რუსეთმაც ჩაატარა, რომელშიც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში