„ბულინგის“ სკრინინგისა და პრევენციის მიზნით სკოლის ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და მანდატურის თანამშრომლებს ტრენინგი უტარდებათ. სემინარს ესტონელი ექსპერტები უძღვებიან, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებასა და თემის ირგვლივ მოსაზრებებს უზიარებენ.
შეხვედრა პროექტ „ესტონურ-ქართული ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანება ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერისთვის აჭარის რეგიონში“ ფარგლებში იმართება.