დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება. ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ღონისძიებაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ასევე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.