სანდასუფთავების სამსახური: ''ხედავ რომ ურნა გაივსო, დაანებე თავი''

27 ოქტომბერი 2017, 00:00 3871 ნახვა

სანდასუფთავების სამსახურის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სამსახურის ტექნიკა ორი დღეა ბესიკის ქუჩაზე ვერ შედის. აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯაფარიძის ქუჩაც ჩაკეტილია. სპეციალისტები კი მეორე დღეა არკვევენ, როგორ შეძლონ გადათხრილ ქუჩაზე შესვლა.

ონისე ცნობილაძის თქმით, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, ’მოსახლეობა ავტომობილებს ისე აყენებს, რომ სანდასუფთავების მანქანები ვერ მოძრაობენ. გულგრილი დამოკიდებულება აქვს. რომ ხედავ რომ ურნა გაივსო დაანებე თავი, ზუსტად 40 მეტრში შავმიანის და ბესიკის კვეთაში შემდეგი დგას, ზუსტად 80 მეტრში კიდევ სხვაა განთავსებული. არა, მაინც და მაინც ახლოს რომელიც არის ის უნდა გადავჭედოთგადავუღოთ ფოტო და ტელევიზიაში გავაშუქოთ’’ - ამბობს ონისე ცნობილაძე.

სანდასუფთავების სამსახურის დირექტორის მოადგილის განცხადებით, სამუშაოების დაწყებამდე კომპანია უწყებას აფრთხილებს, ურნების სხვა ტერიტორიაზე გადატანა დროულად მოხდეს. ''უცებ გადათხარეს ერთი ქუჩა, მეორეც მიაყოლეს, აღმოჩნდა ისე რომ ვერ შევთანხმდით. ფაქტის წინაშე დავდექით. ორი დღეა ვეძებთ გზებს როგორ გამოვიტანოთ''.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი