საქართველოში ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა იზრდება. ნდობის ინდექსი 66% შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაეროს (56%) და ნატოს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს აღემატება.
საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კარგად არის ინფორმირებული. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის ეფექტურია.
საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს მიიჩნევს მოქალაქეთა 83%. მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 8% გაიზარდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს საგრძნობლად აღემატება.
ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ 1000–ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.