წყლის ახალი რეზერვუარი

25 ოქტომბერი 2017, 00:00 2841 ნახვა

ჩაქვის წყლის ახალი რეზერვუარი ამოქმედდა.  იგი მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში დაიწყო.

პროექტის ფარგლებშივე დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მობილური გამწმენდი ნაგებობა აშენდება. რეზერვუარისთვის 545 ათას ევრო დაიხარჯა.  ასევე მიმდინარეობს მშენებლობა და  მომავალ წელს მახინჯაურს ახალი 1800 კუბური მეტრი წყლის სამარაგო რეზერვუარი ექნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი