"ბოტანიკური ბაღიდან" დაზიანებული ხეები გააქვთ

25 ოქტომბერი 2017, 00:00 3235 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ხეები უნდა გაიტანონ - ინფორმაციას ბოტანიკური ბაღს დენდროლოგი გია ბოლქვაძე ადასტურებს. 

მისი ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, ძლიერმა ქარიშხალმა 5 ფიჭვი დააზიანა ბაღის ქვედა პარკში. ასევე, ქარმა გადატეხა უძველესი რცხილა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. დენდროლოგის ინფორმაციით, ადგილობრივი ჯიშის რცხილა მექსიკურ პარკში  მანამდე იდგა, ვიდრე ბოტანიკური ბაღი გაშენდებოდა.  

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტების შევსების შემდეგ, ხეები დაიჭრება და გაიტანენ ბაღის ტერიტორიიდან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი