ავტომობილი მოაჯირს დაეჯახა

25 ოქტომბერი 2017, 00:00 8789 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე. ‘’პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე,  სავარაუდოდ ავტომობილი რკინის მოაჯირს დაეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება არ შესულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ და  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებებით გადაადგილდებოდნენ.

ამავე კატეგორიაში