ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზაგამყოფი ჯებირების მონტაჟი მიმდინარეობს. დეკორატიული მოაჯირები 435 მეტრ სიგრძეზე, ბარათაშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მოეწყობა. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 53 ათასი ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მიმდინარე წელს ავარიის დროს, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.
რკინის დეკორატიული ჯებირების მშენებლობის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
ვიდეო ⤵