სახელმწიფო უნივერსიტეტი მომდევნო სასწავლო წელს ახალი საერთო საცხოვრებლით შეხვდება. მშენებლობას საძირკველი ლეონიძის 15 ნომერში დღეს ოფიციალურად ჩაეყარა. პროექტი 200 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე ტიპის კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს, რომელიც 2018 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
საერთო საცხოვრებლის აშენებისთვის უნივერსიტეტი 2 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ლეონიძის ქუჩაზე 7 ჰექტარი ტერიტორია საერთო საცხოვრებლისა და ახალი კამპუსის მოსაწყობად უნივერსიტეტს მწვანე კონცხზე გაყიდული შენობა-ნაგებობების სანაცვლოდ გადაეცა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ უნივერსიტეტის სრულად გადატანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება და ლეონიძის ქუჩაზე უმაღლესი სასწავლებლისთვის მხოლოდ დამატებითი შენობა-ნაგებობები განთავსდება.