ქვეითად მოსიარულეთა შუქნიშანზე ოთხი თვეა მხოლოდ წითელი ფერი ანთია

19 ოქტომბერი 2017, 00:00 3627 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში, ქვეითად მოსიარულეთა შუქნიშანზე ოთხი  თვეა მხოლოდ წითელი ფერი ანთია.

დაახლოებით ორი კვირის წინ, ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად, სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე გაგზავნა. დღეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ. გიორგი ჩხეიძის განმარტებით, ადგილზე რთული ვითარებაა. საჭიროა მიწისქვეშა კაბელების შემოწმება. თუ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, შუქნიშნის შესაკეთებლად ან ახლის შესასყიდად, საჭირო  თანხებს შემდეგი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

ამ ეტაპზე, აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც გზის ერთი მონაკვეთი ჩაკეტილია. სამარშრუტო ტაქსები და მუნიციპალური ავტობუსები სწორედ, აღნიშნული შუქნიშნის გავლით გადაადგილდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუმართავი შუქნიშნის გამო, წესების დარღვევა უხდებათ. მათი თქმით, მოძრაობა  რისკის შემცვლელია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი