სოციალურ ქსელში მოქალაქე მანანა ძიძიშვილი წყლის სააბონენტო გადახდის ქვითარს ავრცელებს, სადაც წყლის გადასახადი რამდენიმე ათასია. "ბათუმის წყალი" .... კარგად ხართ? გირეკავთ, არ მპასუხობდა.... ერთ სულს რომ ამხელა გადასახადი მომაწერეთ, თან ორი კვირაა ბათუმში არ ვიმყოფები და საერთოდ გადაკეტილი მქონდა... მთელი ბათუმის მოხმარებული წყალი მე გადავიხადო? :) ინტერნეტბანკმა ასე "გამახარა"....." - წერს მანანა ძიძიშვილი.
ინფორმაცია შპს "ბათუმისწყალში" აცხადებენ, რომ აბონენტი გადაამოწმეს და შეცდომა დაფიქსირდა.
"კომპანიამ სისტემის გამართული მუშაობისთვის პროგრამული განახლება განახორციელა, კოდების გადათვლის დროს შეცდომა დაფიქსირდა და რამდენიმე აბონენტს არასწორი გადასახადი მიუვიდა, მათ შორისაა ქალბატონი მანანას შემთხვევაც. მინდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე აბონენტს გაეგზავნა ცდომილებით გადასახადის ოდენობა, დღის ბოლომდე გასწორდება" - აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ცდომილება სულ რამდენიმე აბონენტს შეეხო. მოქალაქეებს, მსგავსი შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე 0422 242222