”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის წვერების განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას საგანგაშო მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, თუმცა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა, ერთ-ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციების საარჩევნო პროცესებში ჩართვაა. პირველი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე ორგანიზაციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიში 16 საჩივარი შეიტანა. მათგან ერთი დაკმაყოფილდა, 5 განხილვის პროცესშია, 10 კი არ დაკმაყოფილდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განმარტებით, ყველაზე პრობლემური არჩევნებისთვის საჯარო მოხელეების მობილიზაციაა.
არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციას ფლობს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, რამდენიმე საკითხზე სახალხო დამცველის აპარატს მოკვლევა აქვს დაწყებული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა მმართველი პარტიის წვერებმა შეაფასეს. აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების დარღვევებზე.