ევროპის სამხრეთ-დასავლეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35-ს გადააჭარბა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 1948 ნახვა

ევროპის სამხრეთ-დასავლეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35-ს გადააჭარბა. 31 ადამიანი პორტუგალიაში, 4 კი ესპანეთში დაიღუპა. დაშავებულია 50-ზე მეტი მოქალაქე. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის ერთი ახალშობილია.

ხანძარი მთელი ღამის განმავლობაში მძვინვარებდა და ათობით კერა ამ დრომდე არ ჩამქრალა. ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლი განზრახ გააჩინეს, ცხელმა ზაფხულმა და ძლიერმა ქარმა კი რეგიონში ქარიშხალი ,,ოფელია" გამოიწვია.

სამაშველო ოპერაციაში ათასობით მეხანძრეა ჩართული. მათ ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი დაზარალებულ გალისეის ავტონომიას დღეს მოინახულებს. ევროკომისიამ პორტუგალიის დასახმარებლად 5 ვერტმფრენი გამოყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი