ქედაში რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 13216 ნახვა

ქედაში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი და გზასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოები. დაზიანებულია მწვანე ნარგავებიც. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ხე წააქცია.

ადიდდა მდინარე აკვარეთაც, რის გამოც ქედის ცენტრალური პარკი მთლიანად დაიტბორა. დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები და სხვა ინფრასტრუქტურა. ზარალი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი