​ქაქუთის წყლის არხი გაივსო და სკოლასთან მისასვლელი გზა დატბორა /ვიდეო/

16 ოქტომბერი 2017, 00:00 3414 ნახვა

ქაქუთის სკოლასთან ინტენსიური წვიმის შედეგად წყლის არხი გადაივსო და სკოლასთან მისასვლელი გზა წყლით დაფარა. ვიდეო სოციალურ ქსელში სკოლის მოსწავლეებმა გაავრცელეს. 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტს სწავლის პროცესი არ ჩაუშლია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა ბავშვების სკოლაში მისვლის შემდეგ დაიწყო. ამიტომ, წვიმასა და წყლის ნაკადს ბავშვებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. "ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია, წყლის ნაკადმა წვიმის გადაღებასთან ერთად იკლო. შესაბამისად სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა არც ქაქუთის და არც სხვა რომელიმე სკოლაში" - განაცხადა თეა ვადაჭკორიამ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლიდან ბავშვებს სკოლის ავტობუსები წაიყვანს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი